ბლანი: ალონსოს გოლი მოულოდნელი იყო

ევრო-2012 24-ივნ, 11:549 Sportnews 1097 2





ესპანეთთან მარცხის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა კომენტარში აღნიშნა, რომ ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა დიდი გავლენა იქონია მატჩზე.

"ჩვენ გვქონდა გეგმა, რომლის თანახმადაც პირველი ტაიმი კარი მშრალად უნდა შეგვენახა, მაგრამ ეს არ გამოვგვივდა და ტაიმის ბოლოს ალონსოსგან მოულოდნელი გოლი მივიღე"

"ესპანეთის ნაკრებს ძალიან კარგი დაცვა ჰყავს, ჩვენ აქცენტი მარცხენა ფლანგზე გავაკეთეთ, სადაც რიბერი თამაშობდა, მაგრამ მეტოქემ მისი განეიტრალება შეძლო, ასევე ვცდილობდით ბურთი დაგვეჭირა, მაგრამ ვერც ეს ვერ შევძელით, ესპანელების უპირატესობა აშკარა იყო"

"ჩემპიონატის ფავორიტი? მე ვიტყოდი, რომ ნახევარფინალში მოანწილე ყველა გუნდი ძალიან საშიშია, მაგრამ მაინც ესპანელებს და გერმანელებს გამოვყოფდი , ესპანეთს ბურთის კონტროლი შეუძლია, მაგრამ გერმანიაც ძლიერი გუნდია და ჩემპიონატის მოგება შესწევს”-განაცხადა ლორან ბლანმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Sportnews 24-ივნ, 14:31

admin,
გეთანხმები

admin 24-ივნ, 12:45

მოულოდნელი გოლიო ? :D ბლან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება გუნდი მოსაგებად კი არა არ წასაგებად გამოიყვანე და იმიტომაც ითამაშეთ ანტი ფეხბურთი.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018