ალმეიდა: მთავარია პირველებმა გავიტანოთ

ალმეიდა: მთავარია პირველებმა გავიტანოთ

27-06-2012, 01:08

პორტუგალიის ნაკრების თავდასხმელმა უგო ალმეიდამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალურ შეხვედრას შეეხო, რომელშიც მისი ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

"რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მწვრთნელი რომ მენდო და ძირითად შემადგენლობაში შემპირდა თამაშს, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ნაკრების დახმარებისთვის"

"ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს ძალიან დიდი მოტივაცია ხვალინდელი შეხვედრისთვის, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რომ წარმატებას მივახწიოთ"

"ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ჩვენ შევძლოთ პირველებმა გოლის გატანა, ესპანეთი დიდი ნაკრებია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

"მე მაქვს ოცნება ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვითამაშო, ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ"-
განაცხადა უგო ალმეიდამ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით