ევრო 2012-ს საუკეთესო ფეხბურთელი ინიესტაა

ევრო-2012 02-ივლ, 16:379 Sportnews 2196 0






"უეფას" გადაწყვეტილებით ევრო 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების ლიდერი ანდრეს ინიესტაა.

ინიესტამ აღნიშნული ჯილდო მართლაც დაისმახურა, ის თავისი თამაშებით მთელი ტურნირის განმავლობაში გამოირჩეოდა, ის სამჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მესამედ კი ეს ფინალში იტალიის წინააღმდეგ მოხდა.

ასევე "უეფამ" გამოაქვეყნა ის 23 ფეხბურთელი, რომელნიც სიმბოლური ნაკრების განაცხადში მოხვდნენ.

მეკარეები: იკერ კასილიასი (ესპანეთი), მანუელ ნოიერი (გერმანია) , ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

მცველები: ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, ხორდი ალბა (ყველა ესპანეთი), ფილლიპ ლამი (გერმანია), პეპე, ფაბიო კოენტრაო (ორივე პორტუგალია)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი, ანდრეა პირლო (ორივე იტალია), სტივენ ჯერარდი (ინგლისი), ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო ( ყველა ესპანეთი), მესუთ იოზილი, სამი ჰედირა (ორივე გერმანია)

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (იტალია), სესკ ფაბრეგასი, დავიდ სილვა (ესპანეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

რა უცნაურიც არ უნდა იყოს , სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა ტურნირის ოქროს ბურთის მფლობელი ფერნანდო ტორესი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018