კასილიასი მსაჯებს იტალიელების დანდობას თხოვდა

კასილიასი მსაჯებს იტალიელების დანდობას თხოვდა

4-07-2012, 20:27

ნებისმიერი ვისაც კი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში “ფურია როხას” თამაში უნახავს დამეთანხმება, რომ ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

თუ ადამიანის ბუნებას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით კი სპორტსმენების შიძლება ვიფიქროთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ ამპარტავანი და ნარცისიზმით შეპყრობილი ხალხი არიან და თუ ასეა ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ერთი კვირაც არაა, რაც ამ გუნდის ფეხბურთელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და ამ ორ ტრიუმფს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებაც მოასწრეს.

თუმცა არა, ნარცისიზმი და ამპარტავნობა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთათვის უცხოა. ყოველ შემთხვევაში “ფურია როხას” კაპიტანი იკერ კასილიასი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული, ამისგან საკმაოდ შორს დგას და დიდ ფეხბურთელთან ერთად დიდი პიროვნებაც ყოფილა.

კვირას ესპანეთ-იტალიის მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში უკვე 4:0 იყო ესპანელთა სასარგებლოდ და იტალიელთათვის მინდორზე გატარებული ყოველი წუთი წამებად იყო ქცეული. იკერი მატჩის ერთ-ერთ არბიტრათან მივიდა და სთხოვა, რომ მსაჯებს პატივი ეცათ იტალიის ნაკრებისთვის და მატჩისთვის დრო აღარ დაემატებინათ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით