ლისანდრო "რეალთან" საეჭვოა

ევროტურნირები 20-თებ, 10:319 Sportnews 2665 0





"ლიონის" ფორვარდმა ლისანდრო ლოპესმა შეიძლება გამოტოვოს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

სამშაბათს გასამართ შეხვედრაში ლისანდრო ლოპესი შეიძლება ვერ დაეხმაროს თავის გუნდს, მან უკვე გამოტოვა შეხვედრა პარასკევ გამართულ მატჩში "ნანსის" წინააღმდეგ.

France Football იტყობინება, რომ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მისი თამაში საეჭვოა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" წინააღმდეგ.

"ლიონს" ავადმყოფობის გამო "ნანსის" წინააღმდეგ ასევე დააკლდა მეკარე ჰუგო ლორისი , მაგრამ სავარაუდოდ ის მზად იქნება "რეალის" წინააღმდეგ მატჩში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა