გიგზი: ბენფიკა მთავარი კონკურენტია

ევროტურნირები 15-სექ, 17:459 Sportnews 1190 0





"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაინ გიგზმა ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ბენფიკა" ინგლისური გუნდის მთავარი კონკურენტი იქნება ჯგუფში.

"ჩვენ გამორჩეული გუნდი გვყავს, სტაბილურად ყოველთვის ვიკავებთ ბოლო წლებში მაღალ ადგილებს ევროპაში, ახლაც ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

"ბენფიკა" ძლიერი გუნდია და ჩვენ ვიყავით რთული შეხვედრისთვის მზად, პირველი ნახევრის მიწურულს ჩვენ შევძელით ანგარიშის გათანაბრება და მეორე ნახევარში შეგვეძლო შეხვედრის მოგება , მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მთლიანობაში ჩვენ კმაყოფილი ვართ ფრით"

"პორტუგალიური გუნდი ჩვენი მთავარი კონკურენტია ჯგუფში, ჩვენ ორ გუნდს შედარებით მეტი გამოცდილება გვაქვს ევროპაში და ეს უპირატესობა გვაქვს, მაგრამ სხვა გუნდებიც უბრძოლველად არ დათმობენ არაფერს"-განაცხადა რაიან გიგზმა, რომელიც სწორედ "ბენფიკას" კარში გატანილი გოლის ავტორია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა