Image

ბარსელონამ ლევერკუზენი დაამარცხა

ევროტურნირები 15-თებ, 13:119 Sportnews 2312


კატალონიის "ბარსელონამ" გერმანიაში გაიმარჯვა და შეიძლება ითქვას შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა. "ბარსელონამ" მეტოქე 3-1 დაამარცხა.

კატალონიელების უპირატესობა მოედანზე უდიდესი იყო. თავიდანვე აშკარა იყო, რომ "ლევერკუზენი" მხოლოდ დაცვაზე იფიქრებდა, მაგრამ "ბარსელონას" წინააღმდეგ მაინც ვერაფერი გააწყო და სამი გოლი გაუშვა, თვითონ კი მხოლოდ ერთი გაიტანა.

"ბარსელონამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო სანჩესის გოლით, შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისას "ლევერკუზენმა" გაათანაბრა , მაგრამ შემდეგ მეორე გოლი სანჩესმა გაიტანა , საბოლოო შედეგი კი მესიმ დააფიქსირა.

ამ მოგებით "ბარსელონამ" უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ. არა მგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ "ლევერკუზენი" "კამპ ნოუზე" სამ უპასუხო გოლს გაიტანს და შემდეგ ეტაპზე გავა.

ლევერკუზენი-ბარსელონა 1:3
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჩორლუკა (90. და კოშტა), შვააბი, ფრიდრიხი, კადლეცი - რაინჰარტცი, როლფესი (77. კისლინგი) - ბენდერი, კასტრო, შიურლე (90. ბელარაბი) - აუგუსტო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, აბიდალი - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა (60. ტ. ალკანტარა) - სანჩესი (85. კვენკა), მესი, ადრიანო (69. პედრო).
გოლები: 0:1 სანჩესი (41), 1:1 კადლეცი (52), 1:2 სანჩესი (55), 1:3 მესი (88)
გაფრთხილება: შვააბი, ჩორლუკა, კასტრო - ტ. ალკანტარა
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 7-11 (5-8); ბურთის ფლობა: 22%-78%.
მაყურებელი: 30 200



მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით მოიპოვა გამარჯვება "ლიონმა". შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე ლაკატეზიმ გაიტანა.

ლიონი-აპოელ 1:0
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეიერი, კონე, კრისი, სისოხო - გონალონსი, კალსტრიომი - ლაკაზეტი (58. ბრიანი), ედერსონი (71. გურკუფი), ბაშტოში - ლისანდრო ლოპესი.
აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდისი, კაკა, პაულუ ჟორჟე, ბოავენტურა - მორაიში, პინტუ - ხარალამბიდისი (81. მანდუკა), სოუზა (72. მარკინიო), ტრიჩკოვსკი - ალმეიდა (67. სოლარი).
გოლი: 1:0 ლაკაზეტი (58)
გაფრთხილება: პინტუ, მარკინიო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-1 (5-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 37 000


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 15 თებერვალი 2012 13:26
ეეე 11 კუთხური მინდოდა და 6 წამოვიდა მხოლოდ am
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (172)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა