Image

რვავე მეოთხეფინალისტი ცნობილია

ევროტურნირები 15-მარ, 15:309 Sportnews 2128


ინგლისსა და ესპანეთში გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

ნეაპოლში 3-1 წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის "ჩელსიმ" იტალიის "ნაპოლი" სტემფორდ ბრიჯზე მიიღო.

ანგარიშის გახსნა მასპინძლბმა 29-ე წუთზე დიდიე დროგბას შედეგიანი დარტყმით მოახერხეს. მეორე ტაიმის მესამე წუთზე ჯონ ტერიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

55-ე წუთზე ინლერმა ანგარიში 2-1 გახადა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი ფრენკ ლამპარდმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან "ნაპოლის" კარი მესამედ აიღო და საუკეთესოს გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

მატჩში გადამწყვეტი 105-ე წუთი გამოდგა. ბრანისლავ ივანოვიჩმა დესანკტისის კარი მეოთხედ აიღო და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა მადრიდის "რეალმა", რომელმაც "ცეესკა" 4-1 დაამარცხა. მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 16 მარტს გაიმართება.

საბოლოოდ მეოთხედფინალში შემდეგი რვა გუნდი ითამაშებს: აპოელი", "ბენფიკა", "ბარსელონა", "მარსელი", "ბაიერნი", "ჩელსი", "მილანი" და "რეალი". კენჭისყრა ხვალ, თბილისის დროით 14:45 საათზე გაიმართება და ცნობილი გახდება დაწყვილებულთა ვინაობა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (381)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა