ევროტურნირები
მოურინიო: აპოელს პატივი უნდა ვცეთ

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "აპოელი"-"რეალის" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ "აპოელის" არ დაფასება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

"ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა შეუძლია მადრიდის "რეალს", მაგრამ მცადრია აზრი, რომ ჩვენ ადვილი შეხვედრა გველის, გადახედეთ "აპოელის" მიერ ჩატარებულ თამაშებს და სულაც არ არის ეს ი გუნდი, რომლის დამარცხება ადვილად შეიძლება"

"ამ გუნდმა შეძლო და დაამარცხა "პორტუ" და "შახტარი" , შემდეგ მერვედფინალში აჯობა "ლიონს" , რაც ადვილი საქმე სულაც არ არის , ამ გუნდის არ დაფასება არ შეიძლება და ჩვენ კვიპროსულ გუნდს პატივი უნდა ვცეთ"-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.












კომენტარის დამატება