ევროტურნირები
ბაიერნი-რეალი გამოიკვეთა

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მეორე ორი წყვილის პირველი მატჩები, დიდ წილად შეიძლება ითქვას საფრანგეთში გამართულმა შეხვედრამ გაარკვია, რომ "ბაიერნი" ნახევარფინალში ითამაშებს, "ბარსელონა"-"მილანს" შორის კი ყველაფერი ესპანეთში გაირკვევა.

პირველი თამაშების შემდეგ მომდევნო ეტაპზე თამაში ორმა გუნდმა გაინაღდა, რომლებიც ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "რეალმა" სტუმრად "აპოელი" 3-0 დაამარცხა, "ბაიერნმა" კი 2-0 "მარსელი" და ძალიან დიდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს ორი გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს, ასეთ დროს კი სასწაულები არ ხდება.

რაც შეეხება მეორე შესაძლო ნახევარ ფინალურ წყვილს, "ჩელსიმ" მას შემდეგ რაც პორტუგალიაში "ბენფიკა" 1-0 დაამარცხა შემდეგ ეტაპზე სათამაშოდ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჯერ ლონდონში გასამართი შეხვედრა დარჩენილია, მეოთხე მეოთხიდფინალურ წყვილს შორის კი ჯერ არაფერი გარკვეულა, გუშინდელი შეხვედრა 0:0 დასრულდა "სან სიროზე", "მილანი" ითამაშებს ნახევარფინალში თუ "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" გაირკვევა, მაგრამ ნახევარფინალში თამაშის მეტი შანსი ესპანურ გუნდს აქვს, მაგრამ იტალიური გრანდისგან სიუპრიზებს უნდა მოველოდოთ.

მილანი-ბარსელონა 0:0

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 80000

მილანი (4-3-1-2):
აბიატი, ბონერა, ნესტა (მესბა 74), მექსე, ანტონინი, ნოჩერინო, ამბროზინი, ზეედორფი, ბოატენგი (ემანუელსონი 67), რობინიო (ელ შაარავი 52), იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ბარსელონა (4-3-2-1): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, პუიოლი, ბუსკეტსი, ჩავი, კეიტა, მესი, ინიესტა (ტელიო 65), სანჩესი (პედრო 76).

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გაფრთხილებები: ზეედორფი 23, ნესტა 58, ამბროზინი 70 – კეიტა 61.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 4 (3)-11 (3), კუთხური: 0-2, თამაშგარე: 5-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-9.



მარსელი-ბაიერნი 0:2 (0:1)

მარსელი, “ველოდრომი” 30000

მარსელი (4-2-3-1):
ანდრადე, ასპილიკუეტა, ფანი, ნ’კულუ, მორელი, დიარა (შეირუ 71), მ’ბია, ამალფიტანო (ბრანდაო 68), ვალბუენა, ა. აიუ, რემი.

მწვრთნელი: დიდიე დეშანი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბადშტრუბერი, ალაბა, გუსტავო, კროოსი (ტიმოშჩუკი 63), რობენი, მიულერი (შვაინშტაიგერი 70), რიბერი (პრანიიჩი 78), გომესი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

გოლები: 0:1 გომესი (44), 0:2 რობენი (69).

გაფრთხილებები: დიარა 34, მ’ბია 64 – ლამი 32, კროოსი 33, გუსტავო 36, შვაინშტაიგერი 82, ალაბა 89.

მსაჯი: ველასკო ბარლაიო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7 (3)-5 (3), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 16-16.








კომენტარის დამატება