ევროტურნირები
ბენზემა-ყველაზე ეფექტური მადრიდელი ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ქარიმ ბენზემა ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია მადრიდის "რეალში" , მის ანგარიშზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ბენზემა, რომელიც მესამე სეზონს ატარებს "რეალში" შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად შეცვლილ ფრანგს ვხედავთ მიმდინარე სეზონში. ბენზემა მთავარი იმედია საფრანგეთისთვის ევროპის ჩემპიონატზე.

ფრანგმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 16 გოლი გაიტანა , მას ყველაზე მეტი გოლი ეროვნულ ჩემპიონატში 2007-2008 წლების სეზონში, როცა ქარიმი "ლიონში" ასპარეზობდა და მოახერხა 20 გოლის გატანა. ბენზემა პირადი რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოსაა.

ჩემპიონთა ლიგაზე ქარიმმა უკვე 7 გოლი გაიტანა, ამასთან შეასრულა ხუთი საგოლე გადაცემა , რითიც "ბენფიკას" ფეხბურთელ, გაიტანთან საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.










კომენტარის დამატება