"ბაიერნი" 2:1 "რეალი"

ევროტურნირები 18-აპრ, 15:419 STEVEN 2108 3






ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის შემდეგ,რომელიც გუშინ მიუნჰენში გაიმართა, ორივე გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილებას გამოთქვამდა დაფიქსირებული შედეგით,გერმანელების განცხადებით,ნებისმიერ წარმატება ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია,მითუმეტეს,როცა მეტოქე მადრიდის "რეალია",ხოლო ესპანური მხარე მინიმალური ანგარიშით მარცხზეც ყაბულს ყოფილა,მათი დაპირებით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მაყურებელი სულ სხვა "რეალს" იხილავს.ყოველ შემთხვევაში,ერთის თქმა თამამად შეიძლება ამ ეტაპზე-გარკვეული ჯერ არაფერია,გასაგებია,რომ სამეფო კლუბი მიუნჰენელებზე უკეთეს მდგომარეობაში არის,თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და არავინ არ იცის წინასწარ რა მოხდება.
თამაშს რაც შეეხება,გერმანელებმა ქაოსურად დაიწყეს შეხვედრა,აშკარად ეტყობოდათ სასტარტო ნერვიულობა,ამით კინაღამ ისარგებლა მადრიდელთა ფორვარდმა,ქარიმ ბენზემამ და მე-6 წუთზე მისი სახიფათო დატყმული, ნოიერმა ნახტომში მოიგერია.ამან თითქოს გამოაფხიზლა "ბაიერნი" და ფრენკ რიბერის შეექმნა ხელსაყრელი მომენტი,თუმცა მისი სახიფათო შეჭრა საჯარიმო მოედანში,მცველებმა შეაჩერეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.მიმდინარეობდა მატჩის მე-17 წუთი.კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, მეკარის ბაქანზე,რამდენიმე მოთამაშის გავლით,იმავე რიბერის მიუვიდა და ფრანგმაც 5-ოდე მეტრიდან,ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა,1:0."რეალი" გაშვებული ბურთის შემდეგ პანიკაში ნამდვილად არ ჩავარდნილა,მაგრამ არც უკანმოუხედავ შეტევებში არ გადასულა.მეორე ნახევარის დაწყებიდან 8 წუთი იყო გასული,რომ კრიშტიანუ რონალდოს მიეცა შანსი კარის აღებისა,მაგრამ ნოიერთან პირისპირ გასულმა,უხეიროდ დაარტყა,მოგერიებული ბურთი ისევ მადრიდელებს მიუვიდათ,ბენზემამ,საჯარიმო მოედინის მისადგომებს პატარა წრე დაარტყა და გამჭოლი გადაცემით ისევ პორტუგალიელი მონახა,რონალდომ კი ერთი შეხებით,კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ოზილს დაუგორა და გერმანელმა ანგარიში გაათანაბრა1:1.ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა,მადრიდელებმა მათთვის საჭირო ბურთი გაიტანეს და ტემპიც დააგდეს,"ბაიერნი" კი რის "ბაიერნია" თუ ბოლომდე არ იბრძოლებდა და ამან შედეგი სწორედ მატჩის მიწურულს გამოიღო,დაუღალავი ფილიპ ლამი მარჯვენა ფლანგზე ფაბიო კოენტრაოს გასცდა და საჯარიმოში მარიო გომესი მოძებნა,"სუპერ მარიომ" დასწრებაზე მშვენივრად ითამაშა და " ალიანს არენაზე" შეკრებილ მაყურებელს ენით აუწერელი სიხარული მოუტანა,2:1.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

admin 18-აპრ, 16:56

ჩაუტარა ბაიერნმა მაგრამ ჩავა ბერნაბეუზე და კუდამოძუებულები დაბრუნდებიან უკან, რეალი ბარსაა ფინალი რა, ელ კლასიკო გვექნება კიდევ ერთი :)

Richie 18-აპრ, 16:28

რაულიტო,
ბერნაბეუზე რომ რეალი მოიგებს მაგაზე ლაპარაკიც ზედმეტია მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი რომ ბაიერნი კარგ "საჩუქარს" გაუკეთებდა რეალს ალიანს არენაზე, მაგრამ ფინალი უეჭველად ელ კლასიკო იქნება

Sportnews 18-აპრ, 16:02

რეალმა გუშინ აშკარად ფეხბურთის თამაშზე უარი თქვა, რონალდუმ მთელი თამაშის განმავლობაში სულ ორჯერ გაიქცა, არც დი მარია და ოზილი იყვნენ აქტიურები, მითუმეტეს 1-1 ჟოზემ საოცარი რაღაც გაააკეთა, შენარჩუნებაზე წაიყვანა ვითომ თამაში და ღირსი იყო გოლიც, რომ მიიღო, მე მაინც მგონია, რომ ბერნაბეუზე ფავორიტი რეალი და მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით მოიგებს, რადგან ბერნაბეუზე სულ სხვაგვარად ითამაშებს რეალი
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018