ბარსელონა თუ ჩელსი ?

ევროტურნირები 24-აპრ, 14:149 Sportnews 2581 0






ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა დღეს ესპანეთში გაირკვევა. ნოუ კამპის სტადიონზე "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" მიიღებს.

კატალონიელებმა პირველი მატჩი ბრიტანეთში 1:0 წააგეს ორრაუნდიანი ბრძოლის მოსაგებად გუარდიოლას მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

მასპინძლებს აბიდალი, ფონტასი და ვილია არ ეყოლებათ. ჩავის კი მსუბუქი ტრავმა აწუხებს. "ჩელსი" მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს. "ბარსელონა" და "ჩელსი" ერთმანეთს მეთერთმეტედ შეხვდებიან. სამი მატჩი ესპანელებმა მოიგეს.

"ჩელსიმ" ოთხ შეხვედრაში მიაღწია წარმატებას. ოთხი მატჩი კი ფრედ დასრულდა. შეხვედრა კატალონიაში 22.45 წუთზე დაიწყება და მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018