ევროტურნირები
ჩელსი ფინალშია

"ჩელსის" პატრონმა რომან აბრამოვიჩმა თავის ფეხბურთელებს 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი აღუთქვა, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ და კიდევ მილიონი რობერტო დი მატეოს. დროა "რომამ" პირობის ასრულებაზე იფიქროს. ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ერთი ნაბიჯი აშორებს სანუკვარ მიზანს, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

გენიალურ მესის კი დიდხანს ემახსოვრება არგატანილი პენალტი და ძელი, რომელსაც პენალტის შემდეგ გაარტყა ბურთი. "ბარსელონამ" დიდი იმედგაცრუება განიცადა. ჯერ "რეალთან" მარცხის გამო, როდესაც, ფაქტობრივად, დაკარგა ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები, შემდეგ კი "ჩელსისთან" ორრაუნდიანი დაპირისპირებისას.

ლონდონელებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გავიდნენ ფინალში, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა ვერ იტყვი, რომ ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონაზე" ძლიერია. შეიძლება ასე ითქვას – "ჩელსის" გაუმართლა, "ბარსას" არა. ჯერ კიდევ ლონდონში მასპინძლებმა ერთადერთხელ დაარტყეს კარში და – 1:0 მოიგეს. "ნოუ კამპზეც" ინგლისელებმა სულ სამჯერ დაარტყეს ვალდესის კარში და ორი გოლი გაიტანეს. საპირისპიროდ, კატალონიელებმა 6 ჯერ სცადეს კარის აღება და ორჯერ მოახერხეს მხოლოდ.

"ჩელსის" გაუმართლა, რომ მისი დარტყმული ბურთები კარში წავიდა. "ბარსას" კი არ გაუმართლა, რომ ლონდონშიც და ბარსელონაშიც ორ–ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. ამის მიუხედავად, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონელებმა საარაკო ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს. ჯონ ტერის გაძევების შემდეგ, 10 კაცის ამარა დარჩენილები – 0:2 აგებდნენ და შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ეს კი "ნოუ კამპზე" ერთ რამედ ღირს. მსგავსი სასწაულები ბარსელონაში, თითქმის არ ხდება.

ფერნანდო ტორესმა კი ყველა სკეპტიკოსი ერთბაშად დაადუმა, რაკი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "ჩელსისთვის" სეზონის გოლი გაიტანა, "ნოუ კამპზე", "ბარსელონას" კარში და ლონდონელები ბოლო 5 წლის მანძილზე მეორედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ლონდონელთა სიხარული დიდია, მაგრამ არც დანაკლისია მცირე. "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაულ მეირელეში და ჯონ ტერი დააკლდება.








კომენტარის დამატება
  • Richie

  • 25 აპრილი 2012 14:52
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
ლიონელ მესი ყველაფრის მიუხედავად მატჩის ანტიგმირი, ვიქტორ ვალდესთან ერთად!