ევროტურნირები
მოუმ ბაიერნის გეგმები იცის

რეალის” პორტუგალიელი დამრიგებელი ”ბავარიასთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის წინ მეტოქე გუნდთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს.

”აუცილებელია, რომ ჩვენი ძიერი მხარეები ბოლომდე გამოვიყენოთ, სუსტი კი დავმალოთ. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ საფეხბურთო ფილოსოფიას და ვიცით, რას როგორ გავაკეთებთ. და კიდევ ის ვიცი, თუ რა გეგმები აქვს ”ბავარიას”. იმისთვის რომ ლიგას არ გამოეთიშოს უნდა გაიტანოს.

”ბავარია” ძლიერი გუნდია კარგი მწვრთნელით. მიუნხენელებს აქვთ საფუძველი მიაჩნდეთ, რომ ფინალში თამაშის ღირსნი არიან. ისინი ძლიერები არიან გუნდური თამაშით, - პორტუგალიელის სიტყვებს ახმოვანებს უეფას ოფიციალური გვერდი. - ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან მათთან შეხვედრას. მათ მოგების წყურვილი კლავთ.

ეს წელი ”რეალისთვის” მდიდარი იყო მოვლენებით, მე კი როგორც მწვრთნელი უფრო გავძლიერდი. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია განსხვავებული მენტალიტეტის ადამიანებთან და სხვადასხვა ფეხბურთელებთან. ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ორი ჯილდო, ერთი ანაც არაფერი. სწორედ ასეთი საფეხბურთო აზარტი ალამაზებს ჩემს ჭაღარას”.










კომენტარის დამატება