Image

ევროპის ლიგა ატლეტიკოსია

ევროტურნირები 10-მაი, 11:349 Sportnews 1348


ბუქარეშტში გამართული ევროპის ლიგის ფინალის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკოა" , ერთ წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდულმა გუნდმა კვლავ მოახერხა აღნიშნული ტიტულის მოგება, "ატლეტიკოს" ფორვარდი ფალკაო კი უბრალოდ შეუდარებელია.

გუშინდელ შეხვედრაში აშკარა იყო კლასში განსხვავება, რომელიც მადრიდულ გუნდის ფეხბურთელებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე "ბილბაოს" მოთამაშეებს. ფალკაომ შეხვედრის 7-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით დააწინაურა "ატლეტიკო" , შეხვედრის 34-ე წუთზე ფალკაომ უკვე დუბლი შეასრულა, "ბილბაო" მატჩის მიწურულს 85-ე წუთზე კონტრშეტევით დაისაჯა - ბრაზილიელმა დიეგომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ფინალის ბედიც გადაწყვიტა - 3:0.

ატლეტიკო-ბილბაო 3:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - სუარესი, გაბი - დიეგო (90. კოკე), ადრიან ლოპესი (88. სალვიო), არდა თურანი (92. დომინგესი) - ფალკაო.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (46. ი. გომესი) - ანდერი (63. ტოკერო), იტურასპე (46. ი. პერესი), დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

გოლები: 1:0 ფალკაო (7), 2:0 ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85)

გაფრთხილება: ფალკაო - ანდერი, ამორებიეტა, პერესი, სუსაეტა

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-9 (6-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 52 347


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა