გარსია გუნდის თამაშით კმაყოფილია

ევროტურნირები 30-აგვ, 11:329 Edinson Cavani 697 1





ლილის მთავარმა მწვრთნელმა - რუდი გარსიამ შეაქო თავისი ფეხბურთელები კოპენჰაგენთან მატჩის შემდგომ.

ფრანგულმა კლუბმა კოპენჰაგენთან მატჩის ძირითად დროში გაიმარჯვა ანგარიშით 1-0, თუმცა ეს საკმარისი არ იყო ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რადგან პირველი მატჩი დანიელთა გამარჯვებით დასრულდა(1-0). დამატებით დროში ლილიმ კიდევ მოახერხა ერთი გოლის გატანა, რითიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს კიდევ ერთი ფრანგული კლუბი შეემატა.

"ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მივულოცოთ ლილის ფეხბურთელებს, რადგან ისინი შესანიშნავნი იყვნენ მთელი თამაშის მსვლელობისას" - აღნიშნა გარსიამ "France Football" -თან საუბარში.

"ეს ის თამაში იყო, რამაც მე აღმაფრთოვანა. ფეხბურთელების წარმატებაში ასევე დიდი წვრილი გულშემატკივარს მიუძღვის, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა და ერთხმად ქომაგობდა თავიანთ საყვარელ კლუბს."

აღფრთოვანებას ლილის პრეზიდენტი მაიკლ სეიდუც არ მალავს: "ეს იყო შესანიშნავი მომენტი, ჩვენი პირველი გამარჯვება, ამ შესანიშნავ სტადიონზე"

გუნდის კაპიტანი, რიო მავუბა კი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჯგუფში ბარსელონასთან არ მოხვდება.

"ძალიან მსურს ჯგუფში ჩელსისთან მოვხვდეთ, ამ შემთხვევაში მომიწევს ჩემი ყოფილი თანაგუნდელის, ედენ აზარის გამწარება "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

iventusi_rati 30-აგვ, 11:44

მშვენიერი გუნდია ლილი.
კომენტარის დატოვება






რეკლამა