Image

ჩელსი–ატლეტიკო პრევიუ

ევროტურნირები 31-აგვ, 09:469 tandila 2455


31 აგვისტოს მონაკოში შედგება უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის - ჩელსისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულის - ატლეტიკოს დაპირისპირება. ამ შეხვედრით გაირკვევა უეფას სუპერ თასის მფლობელი.

ბოლო სეზონში ჩელსიმ ინგლისის ჩემპიონატი ცუდად ჩაატარა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ატლეტიკო კი ლა ლიგაში მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ჩელსის კარს 30 წლის გამოცდილი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დაიცავს - პიტერ ჩეხი, რასაც ვერ ვიტყვით ატლეტიკოს კარის დარაჯზე, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდებს შორის. საინტერესო კი აქ ისაა, რომ ატლეტიკოს კარშიც ჩელსის მეკარე იდგება. კურტუა ატლეტიკომ სწორედ ჩელსისაგან ინათხოვრა.

კურტუა არ მალავს, რომ ძალიან უნდა გამარჯვება ატლეტიკოს დარჩეს და სუპერ თასს დაესაკუთროს, ამ სურვილს იგი ასე ხსნის: "მე ძალიან მინდა, რომ მოვიგო ეს თასი, რადგანაც შეიძლება ასეთი შანსი კარიერაში მეორედ არ მომეცეს."

ჩეხი ამბობს, რომ ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება, მაგრამ როგორც ჩანს რობერტო დი მატეო და მისი გუნდი ამისათვის მზადაა. დი მატეომ დეილი მეილსთან ინტერვიუში განაცხადა: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვიწვეს ბრძოლა სუპერ თასისათვის და მზად ვართ იგი ლონდონში ჩამოვიტანოთ."

ატლეტიკოს მწვრთნელმა კი განაცხადა: "მე ამ მატჩს ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ეს არ არის ამხანაგური, ეს ტიტულისათვის ბრძოლაა და ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ."

ჩეხისათვის და ჩელსის დაცვისათვის, მთავარი ამოცანა რადამელ ფალკაოს შეჩერება იქნება, რომელიც ფანტასტიურ ფორმაშია და თითქმის არც ერთი მეტოქიც კარს არ ტოვებს მშრალს.

კოლუმბიელმა ვარსკვლავმა, რომლითაც ჩელსი იყო დაინტერესებული განაცხადა: "გუნდი კარგ ფორმაშია და განწყობაც კარგია, ამიტომაც ვეცდებით ამ თასის მოპოვებას".

ფერნანდო ტორესი ატლეტიკოს ღირსებას 2001 წლიდან 2007 წლამდე იცავდა და მან თავისი ახალგაზრდობის პერიოდში 82 გოლის გატანა მოახერხა. ამ სეზონში კი მან 3 გოლის გატანა მოახერხა. აგრეთვე ჩელსიდან გამოსარჩევია ედენ აზარი, რომელმაც პირველ 3 მატჩში მოახერხა რეკორდის დამყარება და ფანტასტური შედეგს აჩვენებს. ბოლო 21 თამაშის განმავლობაში აზარმა გაიტანა 14 გოლი, მიითვალა და 14 ასისტი.

დი მატეო აცხადებს, რომ იგი არ აპირებს არავის დასვენებას. ახალწვეულები განაცხადში აუცილებლად იქნებიან. შეიძლება მატჩში ვიხილოთ, მარკო მარინი, მოსესი ან აზპიკულიეტა. იტალიერლი სპეციალისტი შეეცდება საუკეთესო შემადგენლობა დააყენოს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
aLeX99 14 სექტემბერი 2012 20:04
ვიცოდი ატლეტიცო რო მოიგებდა მიდი ატლეტიცო მიაწე ბევრი სჰეგიდზლია
Alex_Song 31 აგვისტო 2012 15:02
გოლები : ფალკაო- ლამპარდი,აზარი,ივანოვიჩი ან ტორესი
Sportnews 31 აგვისტო 2012 12:27
საღოლ ავტორ მშვენიერი სტატია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi_rati 31 აგვისტო 2012 11:17
საღოლ კაი სტატიაა. მგონი ატლეტიკო მოიგებს.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა