აირჩიეთ გუნდი:

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !



დასრულდა მატჩი მონაკოში, სადაც უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ჩელსი" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "ატლეტიკო მადრიდი". ყველა ელოდებოდა, რომ მატჩი დაძაბულად წარიმართებოდა, ბევრიც პენლების სერიასაც მოელოდა. მაგრამ მემგონი საბოლოოდ მათ დღევანდელმა მატჩმა იმედები გაუცრუათ, პირველ რიგში "ჩელსის" ფანებს - რადგან მათი კლუბისთვის ეს მატჩი სრული კრახი გამოდგა.

მატჩის დაწყებისთანავე კარგად ჩანდა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა, "ატლეტიკომ" 1-4 იმარჯვა, მათ შესანიშნავად ითამაშეს. პირველი ტაიმში "ლურჯებს" არაფერი გამოსდიოდათ, რასაც მოყვა ესპანელთა შეტევები და ფალკაოს ჰეთ-თრიკი.

პირველი ტაიმის განმავლობაში უმეტესად ატლეტიკო უტევდა, ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ, კარგად გამოსდიოდათ კონტრშეტევები - რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ფალკაო განუმეორებელი იყო, მან დაამტკიცა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ლონდონურმა კლუბმა კი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო. ძალიან ბევრი შეცდომა, რომელიც არამარტო დაცვაში იქნა დაშვებული, აბსოლუტურად უმოტივაციო და უუნარო გუნდი, სწორედ ასეთი "ჩელსი" იხილა დღეს მაყურებელმა.

კეჰილმა მაინც შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა და კლუბი ნულზე არ დატოვო. გოლის შემდგომ, "ჩელსის" ნაცვლად "ატლეტიკო" უფრო გააქტიურდა, რასაც მოჰყვა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ უკვე ესპანელებს არ უმართლებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ოთხი ბურთი გაიტანეს, მათ კიდევ არაერთი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდათ, რამდენჯერმე არისტოკრატები სასწაულმა გადაარჩინა გოლს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს "ატლეტიკო" უკვე გახდა სუპერ თასის გამარჯვებული, მათ შეძლეს ტიტულის მოპოვება და ეს სავსებით დაიმსახურეს. მათ უპირობო უპირატესობით დაამარცხეს ინგლისური კლუბი.

შემადგენლობები

ჩელსი:პიტერ ჩეხი, კოული, რუიზი, კეჰილი, ივანოვიჩი, ლამპარდი, მიკელი, მატა, აზარი, რამირესი, ტორესი

ატლეტიკო მადრიდი: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფელიპე, სუარესი, გაბი, ადრიანი, კოკე, ტურანი, ფალკაო

გატანილი გოლები: ფალკაო 6', ფალკაო 19', დალკაო 45' ; მირანდა 60', კეჰილი 74'


მატჩის სტატისტიკა


ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !


სურათები


ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !

ფალკაომ მონაკოში ლონდონი აიღო !


 

5

1330

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: Eke  

დროა გამოიცვალოს გუნდი რადიმილმა

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: iventusi_rati  

ხო ვთქვი მოიგებსო. ჩაუტარეს ესპანური. აზარს ისეთი დღე ქონდა ორი სერია კარგად ვერ ითამაშებს.

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: Sportnews  

მაგარია ფალკაო

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: admin  

თან ერთ ტაიმში აიღო :)

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Red_Army  

ფალკაომ შეჭამა ჩელსი ! საღოოლ რადამეეეელ ....

50 მილიონს იხდის უკვე ჩელსი ამ კაცში lol
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.