აგუერო: რეალთან მატჩი სანახაობრივი იქნება

აგუერო: რეალთან მატჩი სანახაობრივი იქნება

4-09-2012, 22:46

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდასხმელმა კუნ აგუერომ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" თამაშს.

"რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, ასე, რომ ჩვენ ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით , მაგრამ ამავ დროს დიდ სანახაობას, ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია, ასევე კარგი გუნდები არიან "აიაქსი" და "დორტმუნდი". ადვილი ამ ჯგუფში თამაში არც ერთისთვის არ იქნება"

"ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მოტივაცია, განსაკუთრებით მადრიდის "რეალთან" , მე "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ვერ შევძელი "სამეფო გუნდის" დამარცხება , იმედი მაქვს ამას "სიტისთან" ერთად მოვახერხებ"
-განაცხადა აგუერომ.

შეგახსნეებთ, რომ D ჯგუფში, რომელიც სიკვდილის ჯგუფად მონათლეს, გამოდიან: "რეალი", "სიტი" , "აიაქსი" და "დორტმუნდი" , რაც შეეხება "რეალი"-"სიტის" დაპირისპირებას, ეს შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართება.

# 574ავტორი: iventusi_rati
უნდა მოუგოთ აგუერო.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით