აირჩიეთ გუნდი:

ნადმვილი თრილერი მადრიდში



სტატიის სათაური სრულად აღწერს "რეალისა" და "სიტის" შეხვედრას, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", მართლაც ნამდვილი თრილერი იხილეს.

მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა "სიტის" და შეხვედრის წინ ფავორიც განიხილებოდა, "რეალს" ცუდი სტარტის შემდეგ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე მაყურებლის თვალში რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა და განწყობაც უნდა გამოეკეთებინა და უნდა ითქვას, რომ "რეალმა" ეს მიზანი უმაღლეს დონეზე შეასრულა, რადგან ძალიან დაძაბული შეხვედრა მოიგო.

ძირითადმა შემადგენლობება ნამდვილად გაგვაოცა, ორივე გუნდში იყო რაღაც ცვლილებები, რასაც ნაკლებად ელოდნენ, განსაკუთრებით კი მადრიდის "რეალში" , დაცვის ხაზში არ იყო პეპე–რამოსის დუეტი, რამოსი ახალგაზრდა ვარანემ ჩაანაცვლა, ასევე მოულოდნელი იყო ხედირა–ალონსო–ესიანის ტრიოს ხილვა მოედანზე. "სიტის" მხრიდან კი მოულოდნელი იყო ლესკოტის სკამზე დატოვება.

"რეალმა" პირველ ტაიმში ბურთის ფლობაზე გააკეთა აქცენტი და საკმაოდ დიდი უპირატესობაც ფლობდა, "სიტი" კი ცდილობდა სწრაფ კონტრშეტევებზე აეწყო თამაში. პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ინგლისური გუნდის კართან იქმნებოდა, "რეალის" ფეხბურთელებმა რამდენიმეჯერ სახიფათოდ დაარტყეს, უმეტესად კი კრიშტიანუ რონალდუ აქტიურობდა. პირველ ტაიმში წარმოუდგენლად დიდი იყო "რეალის" დარტყმების რაოდენობა "სიტისთან" შედარებით. მაგრამ პირველ 45 წუთში გოლი არ გასულა და ფრედ 0–0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "სიტიმ" უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და ცდილობდა დიდ ხანს დაეჭირა ბურთი , მაგრამ რამდენიმე წუთი შემდეგ კვლავ "რეალი" გადავიდა მასობრივ შეტევებზე და სწორედ აქ მიეცა "სიტის" შანსი, 68–ე წუთზე დიდებულად ითამაშა იაია ტურემ, რომელმაც თავის ნახევრიდან წაიღო ბურთი, გზად რამდენიმე მადრიდელი ჩამოიტოვა და ერთი გადაცემით პირისპირ დატოვა ცვლილებაზე შემოსული ძეკო, რომელმაც შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.

ამის შემდეგ მოურინიო ვა–ბანკზე წავიდა, შემოიყვანა ბენზემა და მოდრიჩი, მოედანზე კი მხოლოდ ერთი ჩამშლელი ალონსო დატოვა, ამ ცვლილებებმა თავის შედეგი 76–ე წუთზე გამოიღო, კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე მარსელო დარჩა, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

გათანაბრების შემდეგ "სიტი" გადავიდა შეტევებზე და მცირე შტურმი მოაწყო "რეალის" კართან , რამდენიმე კუთხურის შემდეგ , სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც კოლაროვმა გოლად აქცია, ჩაწოდების შემდეგ 85–ე წუთზე ბურთი ალონსოსაც შეეხო და იკერ კასილასის ბადეში აღმოჩნდა. ალბათ ყველამ იფიქრა, რომ "რეალი" სეზონის დასაწყისში მესამედ დამარცხდებოდა, მაგრამ ასე, არ ფიქრობდნენ რონალდუ და მისი კომპანია.

გოლის გაშვებიდან 2 წუთში შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, დი მარიამ ბენზემას გადააწოდა, რომელიც კარიდან ზურგით იმყოფებოდა, მაგრამ მოტრიალებდა და დარტყმა შეძლო, რის შემდეგაც ბურთი უკვე ჰარტის კარის ბადეში აღმოჩნდა და ანაგრიში 2–2 გახდა.

შეხვედრის 90–ე წუთზე კი მატჩის გადამწყვეტი მომენტი დადგა, როდესაც ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო , მან ერთი მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი ძალიან კარგად დაარტყა და მთელი "სანტიაგო ბერნაბეუ" შეარყია. მან შეხვედრაში საბოლოო გოლი გაიტანა და მადრიდის "რეალს" გამარჯვება მოუტანა 3–2. მართლაც დიდებული თრილერი იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე", განსაკუთრებით კი ბოლო 20 წუთში.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო - ხედირა (73. მოდრიჩი), ჩაბი ალონსო - დი მარია, ესიენი (65. იოზილი), რონალდო - იგუაინი (73. ბენზემა).
მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ჰარტი - მაიკონი (74. მაიკონი), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ხავი გარსია - სილვა (62. ჯეკო), ი. ტურე, ბერი, ნასრი (37. კოლაროვი) - ტევესი.
გოლები: 0:1 ჯეკო (69), 1:1 მარსელო (76), 1:2 კოლაროვი (85), 2:2 ბენზემა (87), 3:2 რონალდო (90)
გაფრთხილება: ხავი გარსია, კომპანი, ჯეკო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 22-5 (11-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 67 000



ნადმვილი თრილერი მადრიდში
ნადმვილი თრილერი მადრიდში
ნადმვილი თრილერი მადრიდში
ნადმვილი თრილერი მადრიდში
ნადმვილი თრილერი მადრიდში

 

1

982

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Wertil^  

ბრავო ავტორ, უკარგესი სტატიაა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.