პსჟ, ნეიმარის კონტრაქტის გაუმჯობესებას გეგმავს.

საფრანგეთი 09-ნოე, 21:159 Sportsman 1746 0





ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება, რომ ნეიმარს რეალში გადასვლა სურს, რამაც პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა აღაშფოთა.

ესპანურ სპორტულ გამოცემაში ნათქვამია, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბრაზილიელი ფორვარდი გუნდში დატოვოს და თანაც ისე, რომ ის უკმაყოფილო არ დარჩეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანური მედია ნეიმარს, პორტუგალიელი ფორვარდის შემცვლელად მოიაზრებს. ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუს თამაში არც თუ ისე კარგად მისდის, რაც ამ ეჭვს ამძაფრებს.

ფაქტს უფრო რეალურს ხდის ის შემთხვევაც, რომ ბრაზილიელს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეიმარის, უნაი ემერისთან არსებული უთანხმოება, რის გამოც პარიზული გუნდი სავარაუდოთ ემერის დაითხოვს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა