საფრანგეთი
დი მარია: "ბარსელონაში" თამაშთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს

არგენტინელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მედიასთან საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს. დი მარიას თქმით, ის ბედნიერია, რომ ნეიმარის, რონალდოს და მესის გვერდით მოუწია თამაში.

ანხელ დი მარიამ მედიასთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ მისი დრო მადრიდის "რეალში" დამთავრდა და არანაირი პრობლემა არ ექნება, თუ ის "ბარსელონასთვის" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბს, მის მიმართ ინტერესი გასულ ზაფხულსაც ქონდა, თუმცა საქმე ბოლომდე არცერთ მხარეს არ მიუყვანია.

კითხვაზე, თუ ვინაა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი, ანხელ დი მარიამ შემდეგი რამ განაცხადა : ,, ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ერთ-ერთ რეალურ ფავორიტებადაც ვითვლებით, თუცმა ცალსახაა, რომ ჩვენთან ერთად არიან გუნდები, რომელიც ასევე ფავორიტებად ითვლებიან. "

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დი მარიამ ასევე შეაქო თანამემამულეც.

" უბრალოდ საოცარია, როდესაც ლეოს გვერდით თამაშობ. მისი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ყოველთვის მარტივია მოგება, როდესაც მის გუნდში ხარ. "

დი მარია: "ბარსელონაში" თამაშთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს








კომენტარის დამატება