მარიო ბალოტელი შესაძლოა კვლავ ფრანგულ კლუბში ვიხილოთ, თუმცა არა "ნიცაში"

საფრანგეთი 18-მაი, 22:099 Sportsman 67 0





მარიო ბალოტელი შესაძლოა კვლავ ფრანგულ კლუბში ვიხილოთ, თუმცა არა "ნიცაში"

იტალიელი ფორვარდი მალიო ბალოტელი, რომელიც "ნიცას" რიგებს მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, შესაძლოა "ლიგა 1-ში" კვლავ დარჩეს.

როგორც 'L'Équipe' იწერება, "მარსელმა" ბალოტელის თვალი დაადგა და მისი გადაბირება სურთ.

ევროპა ლიგის ფინალში წაგების შემდეგი (v.s ატლეტიკო 0 - 3) ფრანგებმა თავდამსხმელის დამატება გადაწყვიტეს, რომლის ყიდვისთვისაც სახსრები ეყოფათ. ასეთი კი მარიო ბალოტელია, რომელიც მათთვის იდეალური კანდიდატურაა.

მას შემდეგ, რაც ბალოტელი ლიგა 1-ში სათამაშოდ გადავიდა (2016) მან "ნიცას" მაისურით საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და ცუდ შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს. სეზონის მიმდინარეობისას იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ ბალოტელის დაბრუნება იტალიურ კლუბებს სურდათ.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი ისეთ ცნობილ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: "მილანი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა