" სანე ნაკრებში ისე ვერ დაფასდება, როგორც მიულერი და იოზილი " - ჰუმელსი

გერმანია 07-ივნ, 17:199 Sportsman 796 0





" სანე ნაკრებში ისე ვერ დაფასდება, როგორც მიულერი და იოზილი " - ჰუმელსი


გერმანიის ნაკრების მცველმა, მატს ჰუმელსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, რომლის დროსაც ნაწილობრივ ლეროი სანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე "არ" წაყვანის შესახებ ისაუბრა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, ლეროი სანემ უნდა გაიგოს, თუ რატომ არ მოუწია მას მსოფლიოზე თამაში და რატომ დარჩა ის სახლში.

" ლეროი სანე ვერ იქნება ისეთივე დაფასებული, როგორც თომას მიულერი და მესუთ ოზილი. მან უნდა გაიგოს, თუ რატომ ვერ მოხვდა ნაკრების საბოლოო განაცხადში. კარიერაში არის მომენტები, როდესაც კლუბში წარმატებას აღწევ, მაგრამ ნაკრებში ამას დრო ჭირდება. სანე ახალი თაობაა, რომელმაც ყოველივე ეს უნდა გაიაზროს. მისი დროც აუცილებლად მოვა და მას მიეცემა იმის საშუალება, რომ ნაკრებს დაეხმაროს. როდესაც ბაიერნის მეორე გუნდში ვთამაშობდი, ვარჯიშებზე სიტყვასაც არ ვამბობდი, მაგრამ ყოველდღიურად ჩემი პროგრესი შესამჩნევი იყო. ასე უნდა მოიქცნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მიზანსაც მიაღწევენ. "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა