ინტერი

ინტერი

10-07-2012, 10:52

ინტერნაციონალე (შემოკლებით ინტერი, ოფიციალური დასახელება Football Club Internazionale Milano) — საფეხბურთო კლუბი იტალიის ქალაქ მილანიდან.
2010 წლის მონაცემებით: იტალიის შიდა ტურნირებში: 18-გზის ჩემპიონი, 6-გზის თასის მფლობელი, 4-გზის სუპერთასის მფლობელი; საერთაშორისო ტურნურებში: 3-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965, 2010), 3-გზის უეფას თასის მფლობელი (1991, 1994, 1998), 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. მეტსახელი ნერაძური (Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელება იტალიურად).

კლუბის პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია მასიმო მორატი, რომლის მამის - ანჯელო მორატის სახელს უკავშირდება დიდი ინტერის ოქროს ხანის დიდი წარმატებები. მორატების საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევროა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში.

ინტერის ფეხბურთელებიდან გამოსარჩევია ისეთი ლეგენდები, როგორიცაა: ჯუზეპე ბერგომი, ხავიერ ძანეტი, ჯაჩინტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა, ჯუზეპე ბარეზი, მარიო კორსო, ვალტერ ძენგა, ტარცისიო ბურგნიჩი, ალესანდრო ალტობელი, რიკარდო ფერი, ჯუზეპე მეაცა. მათ სხვებზე მეტად უასპარეზიათ ინტერის მაისურით. ასევე სხვა და სხვა დროს ინტერის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა: ლუის სუარესი, ჟაირ და’კოსტა, რობერტო ბონინსენია, ჰერბერტ პროჰაზკა, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, სალვატორე სკილაჩი, ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, იურგენ კლინსმანი, დენის ბერგკამპი, იური ჯორკაეფი, რობერტო ბაჯო, რონალდო (ლუის ნაზარიო დე ლიმა), ფრანჩესკო ტოლდო, მარკო მატერაცი, ანრეა პირლო, კრისტიან ვიერი, კლარენს ზეედორფი, ხუან სებასტიან ვერონი, გაბრიელ ბატისტუტა, ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო’ო.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით