მანჩესტერი

მანჩესტერი

12-07-2012, 13:34

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი “ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის (საგრაფო დიდი მანჩესტერი) რაიონ ტრაფორდში.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. (ამას უნდა ციტატა)
1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 1986–87 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 17–ჯერ გამხდარა, 1968 წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ მანჩესტერმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1990–იანი წლების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი კლუბია და ბოლო რამდენიმე წერლია ლიდერობს საფეხბურთო კლუბებს შორის შემოსავლების მხრივ. 2007 წელს საფეხბურთო სამყაროში მანჩესტერი მეოთხე ადგილზე იყო მოგება–წაგების ბალანსის მხრივ, თუმცა ლიდერობდა იმ შემოსავლების მაჩვენებლებში, რომლებიც დამყარებული იყო ოპერაციულ შემოსავალზე.
მანჩესტერ იუნაიტედი არის აგრეთვე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბი და G14–ის დამფუძნებელი.
გუნდის მენეჯერია სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც გუნდში 1986 წლის 6 ნოემბერს მივიდა. გუნდის კაპიტანია გარი ნევილი , რომელმაც ამ საპატიო თანამდებობაზე როი კინი შეცვალა 2005 წელს.

# 76ავტორი: guka..kvesitadze
რაღადროს გარი ნევილია ან პრემიერ ლიგა 17ჯერ აქ მოგებული ? belay
am 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით