ტოტენჰემი

ტოტენჰემი

15-07-2012, 09:10

დაარსდა ლონდონში 1882 წელს (როგორც_Hotspur F.C.) მოედანი: White Hart Lane (ტევადობა: 36,310) ზედმეტსახელი: Spurs (დეზები) Lilywhites.
ტოტენჰემი არის პირველი ბრიტანული გუნდი ვინც ევრო ტურნირი მოიგო, ეს მოხდა 1963 წელს, როდესაც ტოტენჰემმა, თასები თასის ფინალში დაამრცხა მადრიდის ატლეტიკო, ანგარიშით 5-1, ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის თაოსნობით, ტოტენჰემის ფეხბურთელი (1938-1955) და შემდეგ უკვე მწვრთნელი (1958-1974), მას მოყვა შემდეგ, 1972 წლის წარმატება, უეფას თასის ნახევარფინალში, იტალიური მილანის გამოთიშვის შემდგომ, ტოტენჰემი ფინალში ადგილობრივ ვულვერჰემპტონს დაუპირისპირდა და ვულვზის მოედანზევე გაიფორმა გამარჯვება, მარტინ ჩივერსის დუბლით, ტოტენჰემმა უეფას თასისი მოგება კეიტ ბურკინშოუს ხელშიც შეძლო 1984 წელს...

ტოტენჰემში ყველა დროის, ყველაზე დიდი ფეხბურთელი გახლავთ, ჯიმი გრივსი (Jimmy Greaves) იგი ტოტენჰემამდე ჩელსისა და მილანში თამაშობდა, ხოლო 1961-1970 წლამდე ტოტენჰემის რიგებში ირიცხებოდა, მან ამ გუნდში 321 მატჩში, 267 გოლი გაიტანა. ტოტენჰემს გრივსის ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა, მარტინ ჩივერსის სახით, რომელმაც 280 შეხვედრაში, 120 გოლი გაიტანა, ამ გუნდში გამოდიოდნენ ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდები: გარი ლინეკერი, პოლ გასქოინი, კრის უოდლი, ტედი შერინგემი და ა.შ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით