ჩელსი

ჩელსი

15-07-2012, 09:15

საფეხბურთო კლუბი ჩელსი (Chelsea Football Club აგრეთვე ცნობილი მეტსახელებით — ლურჯები, პენსიონერები) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი გუნდს მოგებული აქვს ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ და უეფას თასების მფლობელთა თასი ორჯერ.

კლუბს პირველი დიდი წარმატება 1955 წელს ჰქონდა, როდესაც გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი. 1960-იან და 70-იან წლებში ჩელსიმ შეძლო რამდენიმე თასის მოგება, მაგრამ მოგვიანებით 1997 წლამდე დიდი ხნის მანძილზე კლუბი ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ბოლო დეკადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში. 2005 და 2006 წელს კლუბი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 2008 წელს ჩელსიმ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, სადაც დათმო დაპირისპირება მანჩესტერ იუნაიტედთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში.

დაარსების დღიდან ჩელსი თამაშობს "სტემფორდ ბრიჯზე", სტადიონის ტევადობა 42.055 კაცს შეადგენს. მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს ჩელსი იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.

ჩელსის ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში. ჩელსის აქვს ინგლისურ ფეხბურთში ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი. 2008-09 წლების სეზონში საშუალო დასწრება შეადგენდა 41.588 კაცს, სიდიდით მეექვსე პრემიერლიგაში.

# 279ავტორი: M_X_E_C_I
ისე მარტო ეს გუნდი უწევს წინაამღდეგობას ბარსას
# 279ავტორი: M_X_E_C_I
ფაქ :( როგორ გამოაგდო ბარსა წელს. love 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით