აირჩიეთ გუნდი:

არსენალი



საფეხბურთო კლუბი „არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — საფეხბურთო კლუბი ინგლისში. დაარსდა 1886 წელს ჩრდილოეთ ლონდონში. კლუბი ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოდის და ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდად ითვლება. „არსენალი“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის ცამეტგზის მფლობელია, ათჯერ აქვს მოგებული ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი. „არსენალი“ ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელსაც პრემიერ ლიგის სეზონი წაუგებლად ჩაუტარებია (2003-04).

არსენალი“ სტაბილურად მონაწილეობს ევროპულ სარბიელზეც. მოგებული აქვს ბაზრობათა თასი (1969-70) და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (1993-94). ორჯერ არის ამ ტურნირის ფინალისტი (1979-80, 1994-95). გარდა ამისა იგი გასულია უეფა-ს თასის (1999-00) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს, სადაც დრამატულ ბრძოლაში „ბარსელონასთან“ დამარცხდა ანგარიშით 1-2.

არსენალი“ 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც ფეხბურთის ლიგას შეუერთდა. პირველი უმთავრესი წარმატებები მეთოფეებმა 1930-იან წლებში მოიპოვეს, მოიგეს რა ინგლისის ჩემპიონობა ხუთჯერ და ასოციაციის თასი ორჯერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „არსენალი“ გახდა მეორე ინგლისური კლუბი, რომელთაც შეასრულეს დუბლი და მოიგეს ინგლისის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი ერთ სეზონში (1970-71). „არსენალის“ ყველაზე წარმატებული პერიოდი უკანასკნელი ოცი წელი გამოდგა და გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწია (2006).

კლუბის ტრადიციული ფერი წითელი და თეთრია, რომელიც მთელი მისი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა. ამასთან ერთად იცვლებოდა „არსენალის“ მდებარეობაც. თავდაპირველად გუნდი ლონდონის გარეუბან ვულვიჩში დაფუძნდა, 1913 წელს კი იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. ამ დროიდან კლუბი ჰაიბერის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც 38,419 კაცს იტევდა, 2006 წლისათვის კი უკვე მზად იყო არსენალის ახალი არენა – ემირატები, რომელიც 60,355 გულშემატკივარს იტევს.

წყარო: wikipedia.org  

1

1298

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: italy  

ეს გუნდი მე ტიერი ანრიმ შემაყვარა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.