დიბალა: ,, ვერ შეგპირდებით, რომ ყოველთვის "იუვენტუსში" ვითამაშებ "

დიბალა: ,, ვერ შეგპირდებით, რომ ყოველთვის

24-11-2017, 20:29

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა, პაულო დიბალამ საინტერესო კომენტარი გააკეთა სპორტული გამომცემლობასთან საუბრისას.

" ვერ შეგპირდებით, რომ ყოველთვის იუვენტუსში ვითამაშებ. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ასევე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბოლო სეზონია გუნდში. როგორც ნებისმიერმ ფეხბურთელმა, არც მე ვიცი, თუ რა მელის მომავალში, მაგრამ ყოველთვის ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, სულ გამარჯვებაზე ვიფიქრებ. "

" მე ნამდვილად მსურს ნეიმართან ბრძოლა, ოქროს ბურთის მოგებისთვის, თუმცა ამისთვის ბევრი სამუშაოა საჭირო. "

" რონალდინიო ის ფეხბურთელი გახლდათ, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა ახლა ჩემთვის ნამდვილი იდეალი მესია. ის მარადონას მსგავსია და მას დიდ პატივს ვცემ. "

არგენტინელმა თავდამსხმელმა, ინტერვიუს დროს სხვადასხვა ფეხბურთელებზე და გუნდებზე ისაუბრა.

" ბუფონი ნამდვილი ლეგენდაა. ის 40 წლისაა, მაგრამ თამაშობს, როგორც 20 წლის. იმ ფეხბურთელთაგან, რომელთან ერთადაც ოდესმე მითამაშია პოგბას და დანი ალვეშს გამოვარჩევდი. ისინი ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის კარგი საუბრები გვაქვს, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც. "

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას, "იუვენტუსთან" ამჟამად კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას საკმაოდ კარგი სეზონი აქვს სერია ა-ში.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით