დონარუმას მილანის დატოვება სურს

იტალია / ტრანსფერები 14-დეკ, 22:329 Sportsman 1291 0






იტალიურ სპორტულ გამომცემლობებზე დაყრდნობით, მილანის მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა უკვე შეხვდა გუნდის ხელმძღვანელობას და კონტრაქტის შეწყვეტის დეტალებზე ესაუბრა.

ალბათ უცხო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დონარუმას მილანის დატოვება იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო სურს, რომელიც მან გასულ მატჩში მიიღო. მოგეხსენებათ, გულშემატკივრებმა მას შეურაწყოფა მიაყენეს, როგორც მაღალი ანაზღაურებისთვის, ასევე მისი "პარაზიტი" ძმისთვის. მატჩის შემდეგ, დონარუმას ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა, რამაც მეკარეს საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.

მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით "როსონერი" და დონარუმა 2021 წლამდე არიან შეთანხმებული. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე კონტრაქტს გაწყვიტავს, მას 70 000 000 ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმათი პარიზული გრანდი კვლავ დაინტერესებულია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018