"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელს დაიმატებს.

იტალია 19-მაი, 21:449 Sportsman 886 0





"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელს დაიმატებს.

ცნობილი სპორტული ტელევიზია sky italy სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ "იუვენტუსი" "ლივერპულის" ნახევარმცველ ემრე ჩანს დაიმატებს.

როგორც ცნობილია, გუნდმა უკვე მიაღწია შეთანხმება ფეხბურთელთან და ტრანსფერის განხორციელებისთვის მხოლოდ ლიგის ფინალი რჩება.

საუბარი იმის შესახებ, რომ ემრე ჩანი შესაძლოა "იუვენტუსში" გადასულიყო, ჯერ კიდევ წინა სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარეობდა.

უცნობია ტრანსფერის ღირებულება და ფეხბურთელის ანაზღაურება ახალ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჩანი "ლივერპულის" რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, სადაც უკვე 115 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018