Image

"El Fenomeno"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 04-ივნ, 22:349 FCB 1505


















ფეხბურთის ისტორიის ბოლო თხუთმეტი წლის დიდმა დაგლეჯმა დააღერა თავი და წავიდა. წავიდა და დატოვა კარგიც და ცუდიც, სამაგალითოც და უმაგალითოც.

თბილისში "ჯერ კიდევ ლამფის" პერიოდი იყო, როდესაც მწვანე საფარზე შევიდა და ბურთთან რაღაცნაირი ურთიერთობა დაამყარა. "პსვ" ეინდჰოვენის წითელ და თეთრ ზოლებიან ფორმაში თვალებდაელმებული და კბილებგადმოყრილმა პატარა ბავშვმა მონტრის პოტენციალით 57 მატჩში 54 გოლი გაიტანა. სანამ მიხვდნენ ვინ იყო ვიღაც ლუის ნაზარიო დე ლიმა, მასკატალონიიდან დაავლეს კლანჭი და "კამპ ნოუზე" შეაგდეს.

როგორც წკვარამიდან გამოვარდნილი ხარი დასდევს კორიდაზე წითელ ნაჭერს, ისე დაზდევდა რონალდო ბურთს. რონალდოს კი დასდევდნენ მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები, ფორვარდები, მასაჟისტები, დირექტორები, სკაუტები, გუნდები და თაობები. მაინც სულ ტყუილად.. სტატისტიკამ დევნის არსი წყალში მოისროლა ელიავას ბაზრობის პარკივით. 49 მატჩი და 47 გოლი.. ერთ სეზონს "ინტერში" ტრანსფერი მოყვა, რომელიც მაყუთის დევნას მოჰყვა.

მაყუთის დევნამ რონალდო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პარიზულ ფინალამდე მიიყვანა. მერე იყო მოდა, პრანჭვა–გრეხვა, ღამის კლუბები, ნაშები.. ბრაზილიულ სენს რონალდოც ვერ მოერია.. ფეხებში ბურთმა ქალები შეცვალა..

მერე დამალობანას თამაში დაიწყო.. მიიღებდა ტრავმას, გამოვიდოდა კლინიკიდან დაასტუკებდა ტიტულებს და შემდეგ უკან რუნდებოდა. ერთ გამოსვლაზე რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატიც შემოეხვეტა (ეს კარგი გამოთქმა გვაქვს)..

ხვეტვა–ხვეტვაში ჰოლივუდის მადრიდულ ფილიალში ამოჰყო თავი.. დაიწყო თამაში იმის გვერდით ვის ჩრდილშიც ისვენებდა.. იბურთავა და ზიზუ თვიტონ წამოწვა ჩრდილში შესასვენებლად.. რონალდო მოპუტკუნდა შენელდა, მაგრამ განაღდა.. განასთა გატანილი გოლით გერდ მიულერი გვერდზე მიაჩოჩა..

მერე მილანი.. ოღონდ შავი და წითელი ზოლები.. მერე "კორინთიასი".. მოედანზე სიარულიც უჭირდა.. მერე ისევ ბრაზილიური სენი.. სასტუმროს ნომერში გოგოები, რომლებიც კაცები აღმოჩნდებოდნენ.. მერე ტრამვა.. მერე ცრემლები.. წავიდა კაცი, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.. დიდხანს კი არა ალბათ სამუდამოდ.. ის ნამდვილად იმსახურებს ამას.. როცა ნამდვილი იყო, მაშონ საუკეთესო იყო..

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 4 ივნისი 2011 22:39
ვაოოო შენ აღარ ხუმრობ :D
FCB 4 ივნისი 2011 22:36
ეს საკონკურსო სტატიაა.. ბევრი არ დავწერე რო არ დაგზარებობათ წაკითხვა..
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (341)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა