Image

ქართველი მესი

საქართველო 17-მარ, 12:459 Sportnews 1714


ლევან ყენიას ნიჭსა და ტალანტზე ბევრს არ ვისაუბრებ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არა ის დიდი 2 წლიანი პაუზა, რაც ამ ფეხბურთელს მოუწია ტრავმის გამო, დღეს დარწმუნებული ვარ ლევანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გრანდში ითამაშებდა.

ახლა კი გამცნობთ იმას, რაც დღეს ყენიას ირგვლივ ხდება, როგორც მოგეხსენებათ ქართველი ფეხბურთელი "კარპატში" ჩაირიცხა, ყენიას ტრავმის შემდეგ სჭირდებოდა დრო, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მას კვლავ შეუძლია ფეხბურთის თამაში, თან მაღალ დონეზე, შემდეგ კი უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა.

გავიდა ეს დრო, ერთგვარი ადაპტაციის დრო, რომელიც ყენიას ახალ გუნდთან და ფეხბურთან სჭირდებოდა და ყენიამ უკვე მთელი უკრაინა აალაპარაკა. ქართველმა ფეხბურთელმა "კარპატის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

უკრაინელმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა ყენიას "კარპატელი მესი" უწოდეს, მე კიდევ, როგორც ქართველმა მინდა ამ დიდი ფეხბურთელს "ქართველი მესი" ვუწოდო, დარწმუნებული ვარ, თუ ყენიას ისევ ის ცუდად სახსენებელი ტრავმა არ შეუძლიას ხელს, ახლო მომავალში ქართველს ბევრად ძლიერ გუნდში ვიხილავთ. წარმატებები ვუსურვოთ ყენიას, რომელიც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მომავალია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 18 მარტი 2013 11:09
დიდი მომავალი აქვს ამ კაცს: 3
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა