Image

დანია vs საქართველო - ნაკრები რეაბილიტაციისთვის ემზადება

საქართველო 05-ივნ, 12:279 Sportnews 1424


















საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დანიაში პირდაპირ ირლანდიიდან, გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდა და ქალაქ ოლბორგში დაბინავდა, სადაც ადგილობრივ „ნორდისკ არენაზე“ დანიის ეროვნულ გუნდთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დანიაში ჩასვლის დღეს, საქართველოს ნაკრებს არ უვარჯიშია. თემურ ქეცბაიას ოლბორგში დახვდნენ ლადო დვალიშვილი და ირაკლი სირბილაძე, რომლებიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებს ავადმყოფობის გამო გამოაკლდა და თბილისში დაბრუნდა მეკარე როინ კვასხვაძე. გუნდის ექიმებმა გამორიცხეს დავით დევდარიანის თამაშიც და დანიური „ორჰუსის“ ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად უკვე აღარაა.

დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართა „ნორდისკ არენაზე“, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევს. საღამოს მონაცემებით, ჯერჯერობით მხოლოდ 5 ათასი ბილეთია გაყიდული.

დანია vs საქართველო - ნაკრები რეაბილიტაციისთვის ემზადება


საღამოს ვარჯიშის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ.

„გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია... სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. პრინციპში, თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ. ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამას არავინ გაპატიებს. კარგი იქნებოდა, ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გვქონოდა, ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის თამაში ყველას დაავიწყონ და დანიასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველა მზადაა და ვეცდებით ჩვენს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ“ - განაცხადა ნაკრების თავკაცმა.

კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

ლადო დვალიშვილი: „სამწუხაროდ, პირველი თამაშისთვის ვერ ჩამოვედი, ჩემზე არ იყო დამოკიდებული. „ლეგიას“ მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა 2 ივნისს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე წავაგეთ... დანიასთან თამაში კი, უნდა გამოვიყენოთ, რომ ის მატჩი დავივიწყოთ და დავავიწყოთ გულშემატკივარს.“

დავით თარგამაძე: „მძიმე თამაში გვექნება. წინა თამაშში დაშვებული ის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რის გამოც ირლანდიასთან წავაგეთ. ყველა ჯანმრთელად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის.“

აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშს არ გამოტოვებს გიორგი ლორია, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ვინაიდან 2 ივნისი ოფიციალური ამხანაგური თამაშების თარიღი არ იყო.
დანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივარი კვლავ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით თამაშს პირდაპირ ეთერში უყუროს.
სფფ-ის პრესსამსახური

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
mama basili 8 ივნისი 2013 13:04
http://trophymanager.com/?c=2773823
საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი მსოფლიოში, შექმენი შენი გუნდი, გადზლიერდი ტარანსფერებით, აიყვანე საკუთარი აკადემიიდან ახალგაზდები და აქციე ვარსკვლავებათ, გააუმჯობესე ინფრასტრუქტურა, დაწინაურდი საქართველოს უმაგლეს ლიგაში და მოიპოვე ტიტული, ითამაშე ევროთასებზე( ჩემპიონტა ლიგა და ევროპა ლიგა) და ბოლოს ჩაიბარე საქართვლოს ნაკრები 2წლის ვადით როგორც მთავარმა მწვრთნელმა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (335)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა