19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება მე-9 არხმა შეიძინა

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება მე-9 არხმა შეიძინა

16-07-2013, 14:21

19 წლამდე ფეხბურთელთა შორის უეფას 2013 წლის ევროპის ჩემიონატის შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოში ტელეკომპანია მეცხრე არხი უზრუნველყოფს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ლიტვაში ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.

20 ივლისი - საფრანგეთი-საქართველო 20.00
23 ივლისი – სერბეთი-საქართველო 19.30
26 ივლისი – საქართველო – თურქეთი 17.30

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება მე-9 არხმა შეიძინა


ტელეკომპანია მეცხრე არხი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ორ შეხვედრას გადასცემს.სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის სატელვიზიო უფლებების მფლობელი EUROSPORT – თურქეთისა და საქართველოს მატჩის ტრანსლაციას არ გეგმავს.
ტელეკომპანია მეცხრე არხი 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა მონაწილეობით პირდაპირ ეთერში სულ ხუთი შეხვედრის რეპორტაჟს გეგმავს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მონაწილეობით გასამართი ორი მატჩის გარდა, ქართველი მაყურებელი ნახევარფინალური ეტაპის ორ შეხვედრას და ფინალურ დაპირისპირებასაც იხილავს.

სფფ-ის პრესსამსახური

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით