Image

გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს

საქართველო 13-სექ, 15:169 Sportnews 3832


















გიორგი დევდარიანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს.

"მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები ჩატარდა, სადაც 90 პროცენტი ჩაიჭრა. ამდენად, როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, მენტალიტეტის შეცვლა ალბათ განათლების სფეროს პირდაპირი პრეროგატივაა.

ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.

ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ს ყიდვის შემთხვევაში ამოწურავს თავის მოტივაციას.

ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.

გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს


ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ"
-აცხადებს დევდარიანი.

P.S. პირადად მე ვეთანხმები დევდარიანს, მართლაც მალე კარგავენ მოტივაციას ქართველი ფეხბურთელები და იმის მაგივრად, რომ წინ წავიდნენ , უკან მიდიან, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ? დააფიქსირეთ თქვენი კომენტარი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა