Image

"ტორპედოს" აღორძინების დასაწყისი? პრეზიდენტობას დემეტრაძეს სთავაზობენ

საქართველო 10-იან, 14:199 Sportnews 1726


















ისე ჩანს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დატრიალებული მოვლენები, მოულოდნელად, კლუბისთვის სასიკეთოდ შემობრუნდა - გუნდის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების (და არა მხოლოდ) ინტერესი იზრდება.

"ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილი და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო - მან გუნდში მიიწვია ვალერი აბრამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ზაალ ელიავა და მამუკა ღონღაძე.

შევიტყვეთ, რომ ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" საქართველოში ბრუნდება გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელი ლეონარდო რამოსი, ბრაზილიის სერია B-დან კი ფოთის "კოლხეთის" ასევე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ვიტორ როსინი.

კვირის ბოლოს გაირკვევა, ითამაშებს თუ არა გუნდში მილანის "ინტერის" ექსფეხბურთელი ისა ელიაკვუ, რომელსაც ნოემბერში ლანჩხუთის "გურიას" სთავაზობდნენ. ეს უკანასკნელი ნიგერიელია, მაგრამ იტალიის პასპორტიც აქვს. ელიაკვუ რამდენჯერმე მოხვდა "ინტერის" განაცხადში, თუმცა მხოლოდ ერთხელ ითამაშა. 2010 წლიდან კარიერა გააგრძელა რუსეთში, სადაც წარმატებები არ ჰქონია...

"ტორპედოს" აღორძინების დასაწყისი? პრეზიდენტობას დემეტრაძეს სთავაზობენ


ვრცელდება ხმები იმის თაობაზეც, რომ ქუთაისურ კლუბს მისი ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე იბრუნებს, ხოლო პრეზიდენტობას საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძეს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძე "ტორპედოს" მესაკუთრე 2005/06 წლებში იყო. როგორც მან "ლელოსთან" 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, უსაფუძვლოდ დააკავეს და კლუბი ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. ამიტომ მის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა...

კომპანია "ვისოლი" კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია, "ტორპედოს" მეპატრონე კვლავ ხურციძე იქნება თუ არა. თუმცა მას და დემეტრაძეს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა რომ შესთავაზეს, ეს ინფორმაცია რევაზ ძოძუაშვილმა დაგვიდასტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა