საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაღმასვლას განიცდის

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაღმასვლას განიცდის

13-02-2014, 17:09

13 თებერვალს ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 103-ე ადგილზე იმყოფება.

ჩვენი ნაკრები კვლავ ასეულს მიღმა დარჩა და წინა რეიტინგის შემდეგ ერთი ადგილით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც 325 ქულა აქვს, ამჯერად ლიტვის ეროვნულმა ნაკრებმა გადაუსწრო (102-ე ადგილი, 326 ქულა).

საუკეთესო ათეულში კი მცირე ცვლილებებია. პირველ სამ ადგილს, შესაბამისად, ესპანეთის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები იკავებენ, ხოლო კოლუმბიის, ურუგვაის, იტალიისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები თითო ადგილით დაქვეითდნენ, თუმცა ათეულში ადგილი არ დაუკარგავთ.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაღმასვლას განიცდის


შვეიცარიის ნაკრებმა კი 2 საფეხურით წინ გადაინაცვლა და რეიტინში მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე თითო ადგილით წინ გადაინაცვლეს პორტუგალიისა და ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებებმა. შესაბამისად, მე-4 და მე-9 ადგილებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, სომხეთის ნაკრები 771 ქულით 30-ე ადგილზეა. ჩვენი მეზობლები 8 საფეხურით დაწინაურდნენ და რეიტინგში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს გადაუსწრეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით