Image

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას თურქეთში იწყებს

საქართველო 04-მარ, 17:139 Sportnews 1519


















საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს 25, 27 და 30 მაისს ელიტრაუნდის შეხვედრები ელის - შვეიცარიასთან, კვიპროსსა და ისრაელთან ბრძოლაში ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ეს თაობა ევროფინალის საგზურის მოპოვებას მეორედ შეეცდება.

ცნობილია, რომ მწვრთნელმა გუნდის ბირთვი თბილისის "ლოკომოტივში" შეკრიბა და თებერვალში მოსამზადებელი ეტაპი ესპანეთში ჩაატარა. 4 მარტს კი ნაკრები თურქეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრება და ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ამ შეკრების ორგანიზებაში ფედერაციას შოთა არველაძე დაეხმარა.

5 მარტს, სტამბულში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები "გალათასარაის" 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება, 7 მარტს კი - "ქასიმფაშას" ასაკობრივ გუნდს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თურქეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე - საბურთალო), ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი), ალექსანდრე გურეშიძე (დინამო), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო).
ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა - დილა 2), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე - ლოკომოტივი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა - ლოკომოტივი), აკაკი შულაია (მერანი).

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას თურქეთში იწყებს


შესარჩევი ციკლის შემდეგ მაისურაძის გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშეა: ქუთაისის "ტორპედოს" მარჯვენა მცველი ზურაბ გელაშვილი, რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი წლეულს შემადგენლობაში სისტემატურად ათამაშებს; ახლები არიან "საბურთალოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი; "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ალეკო მზევაშვილი (რომელმაც 2012 წელს სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა), მარტვილის "მერანის" თავდამსხმელი აკაკი შულაია, რომელმაც მიმდინარე სეზონში რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, და კიდევ ორი ახალი სახე "დილა 2"-დან - ნახევარმცველები გიორგი გაფრინდაშვილი და გიორგი ბერიძე.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ გუნდის წევრობის კანდიდატია დავით დარციმელიაც, რომელმაც ახლახან კონტრაქტი გააფორმა უკრაინის პრემიერლიგელ "სევასტოპოლთან". მზევაშვილის მსგავსად, 2012 წელს სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე დარციმელიამაც იასპარეზა.

19-წლამდელთა ნაკრები თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. ელიტრაუნდამდე კი, აპრილში ვასილ მაისურაძის გუნდს პორტუგალიური ოთხთა ტურნირი ელის, სადაც "ჯვაროსნებს" მუდმივად იწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა