Image

ტორპედოს ფანკლუბის ხელმძღვანელი: ჩვენი არც ერთი წევრი მოედანზე არ ყოფილა

საქართველო 10-მარ, 20:049 Sportnews 2691


















"ტორპედო"-"დინამოს" მატჩზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც ქუთაისელი გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და მატჩი ჩაშალეს, "ტორპედოს" ფანკლუბის ხელმძღვანელმა და ლიდერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში კომენტარი გააკეთეს.

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭულაძე: "ფანკლუბის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა სტუმართა გუნდის მიმართ. სტადიონზე 6 თუ 7 ათასი მაყურებელი იყო და ფანკლუბი ყველას ვერ გააკონტროლებდა. ჩვენი ფანკლუბის არც ერთი წევრი არ ყოფილა მოედანზე შესული და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რისი დამტკიცებაც შემიძლია".

ტორპედოს ფანკლუბის ხელმძღვანელი: ჩვენი არც ერთი წევრი მოედანზე არ ყოფილა


ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ლიდერი ირაკლი დანელია: "ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" დაახლოებით 40-მდე წევრი იყო დაკავებული. ზოგი მათგანი, ძირითადად, არასრულწლოვნები, გაათავისუფლეს, თუმცა კიდევ დარჩნენ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი "ტორპედო"-"დინამოს" მატჩსა და "დილა"-"ვიტ ჯორჯიას" შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 10 მარტს მიიღებს. კომიტეტი გადაწყვეტილებას დღეს, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოაცხადებს.

ქუთაისის "ტორპედოს" მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, მაღალი ფულადი ჯარიმა და 5 მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე დაეკისროს.

sportall.ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა