Image

ექსკლუზივი: დღეს მადრიდის რეალში ქართველი ფეხბურთელი ივარჯიშებს!

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 31-მარ, 13:499 Sportnews 4055


ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია და ქართველ გულშემატკივარს გაახარებს - 31 მარტს, გამთენიისას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, მადრიდის "რეალის" ოფიციალური მიწვევით, ესპანეთში გაემგზავრა, საღამოს კი "სამეფო კლუბის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.

მცირე ხნის წინ, "ლელო" წერდა, რომ ტაბიძე, "ლივერპულის" მიწვევით სტაჟირებაზე იმყოფებოდა ინგლისურ გრანდში.

როგორც შევიტყვეთ, მადრიდელები ტაბიძით ინგლისში მის წასვლამდეც იყვნენ დაინტერესებულნი. "რეალისთვის" ცნობილი იყო მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" ყურადღება, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა დაიმსახურა.

ექსკლუზივი: დღეს მადრიდის რეალში ქართველი ფეხბურთელი ივარჯიშებს!


შეთანხმებულია, რომ 18 წლის მცველს "სამეფო კლუბში" დააკვირდებიან.

ტაბიძე საქართველოში 19-წლამდელთა ელიტრაუნდის დაწყებამდე დაბრუნდება, მისი საკითხი კი ზაფხულამდე გადაწყდება. ეს ინფორმაცია "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაგვიდასტურა.

ტაბიძის ამბავი ამტკიცებს, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მომარაგებასთან ერთად, "საბურთალო" ევროპულ გრანდებთან ხიდის როლსაც კარგად ასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა