„ჩიხურას“ მწვრთნელი აზერბაიჯანში პრესკონფერენციის რუსულად ჩატარებაზე უარს აცხადებს

საქართველო 30-ივლ, 21:599 Sportnews 1047 0






აზერბაიჯანული სააგენტოს azerisport.com-ის ინფორმაციით, ქართული საფეხბურთო გუნდის „ჩიხურას“ მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის წინ აზერბაიჯანული „ნეფტჩის“ წინააღმდეგ, უარი განაცხადა აზერბაიჯანულ პრესასთან რუსულ ენაზე გამართოს პრესკონფერენცია.

სააგენტოს ინფორმაციით, ფრუიძეს არ სურს კონფერენციის რუსულ ენაზე ჩატარება, ამიტომ ის თარჯიმანს ითხოვს.

როგორც აზერბაიჯანულმა „ნეფტჩიმ“ azerisport.com-ს განუცხადა, ფრუიძეს არ მიუმართავს მათთვის თარჯიმანის უზრუნველყოფის თხოვნით.

News.Ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018