Image

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში დამარცხდა

საქართველო 03-სექ, 19:589 Sportnews 1086


















3 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში გამართა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და 0:1 დამარცხდა.

23-ე წუთზე ხორვატთა შეტევის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყუროდ ერთბაშად სამი ხორვატი დატოვეს და ანტონიო მილიჩმაც აუღელვებლად გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზის სუსტი თამაში თვალშისაცემი იყო.

ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, 1:0 ხორვატთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი გუნდის მეორე თამაში იყო ჯგუფში, პირველ ტურში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სტუმრად სან მარინო დაამარცხა - 3:0.

საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე), უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია, კაჭარავა (46. გოშთელიანი).

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა