Image

საბურთალომ აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები გაანადგურა.

საქართველო 10-სექ, 16:539 vako777 980


საბურთალომ აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები გაანადგურა... საბურთალოს დუბლებმა ამხანაგურ მატჩში 5:0 გაანადგურეს აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები. შეხვედრა საბურთალოს ბენდელას სტადიონზე შედგა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს. გოლებს რაც შეეხება, ჩოგაძემ, რუხაძემ, კოხრეიძემ, კაკიაშვილმა და ივანიაძემ გაიტანეს. ცნობისთვის, ფორვარდი გიორგი ივანიაძე მხოლოდ 15 წლისაა... 2000 წელსაა დაბადებული.
გოცირიძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჩოჩიშვილი, ბედიევი, ბეროშვილი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ბაკურაძე, კუხიანიძე, კოხრეიძე, ჩოგაძე, მუზაშვილი, ლაკვეხელიანი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: სანიკიძე, ბულუხაძე, დონდოლაძე, რუხაძე, კოპლატაძე, ჯინჭარაძე, ივანიაძე.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ თბილისის ლოკომოტივთანაც გამართა ამხანაგური მატჩი. ლოკომოტივმა 2:0 მოიგო და ორივე გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა