Image

საქართველოს, ქალთა 19 წლამდელი ნაკრები, შვეიცარიასთან 23:0 დამარცხდა

საქართველო 18-სექ, 12:319 vako777 2258


















17 სექტემბერს, საქართველოს 19 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015/16 წლების ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა გამართა და არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა. ქართველი გოგონები შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც შვეიცარია მასპინძლობს, ადგილობრივ ნაკრებთან 0:23 (!) შერცხვნენ.

ცნობისთვის, ჯგუფის პირველი მატჩი, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართა, გერონტი ნაჭყებიას გუნდმა ისლანდიასთან 1:6 წააგო და ოთხგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

საქართველოს 19 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შესარჩევ ჯგუფში ბოლო შეხვედრას 20 სექტემბერს, ბერძენ თანატოლებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ჯიჯეიშვილი, ჯანელიძე (40, ხარაიშვილი), ჩხარტიშვილი, ჭაუტიძე, ჩანგელია (25, თავდიშვილი), დოლიძე, მახარაძე, დანელია, ნაკვეთაური, დუმბაძე, შახულიანი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (341)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა