11 წლის ქართველი ფეხბურთელის ამაღელვებელი ისტორია, რომელსაც იტალიაში იწვევენ

11 წლის ქართველი ფეხბურთელის ამაღელვებელი ისტორია, რომელსაც იტალიაში იწვევენ

2-12-2017, 11:46

გთავაზობთ ბათუმელი დედის-თეონა ზოიძეს სიტყვებს და ისტორიას უცვლელად.

"მყავს შვილი,თედო 11ის არაა ჯერ,მარტში გახდება....
4წლის წინ თავისით,6წლისამ გადაწყვიტა რო უნდოდა ფეხბურთელობა,ხოდა არც დამიშლია.კვირაში 1დღე ვარჯიშობდა სპორტ სკოლაში.ერთხელ გავყევი თამაშზე(ვმუაობდი მაშინ და დრო არ მქონდა)და გაოგნებული დავრჩი კარებში მდგომი რო დავინახე,თურმე მეკარეობა გადაწყვიტა)))გადავიღე ვიდეო დავდე აქ,ფეისზე,და რამდენიმე დღეში მიწვევა მივიღეთ ბათუმის დინამოში....გადავიყვანე,შარშან 15სექტემბერს...როცა დავინახე რომ ეს გატაცება კიარა მისი ოცნება იყო,დავთმე კარიერა და დავყვები,ყველა ვარჯიშზე,ყველა თამაშზე,ვამხნევებ და ვაგულიანებ რომ მეტი და მეტი შეუძლია,მართლაც მოახერხა იმდენი რომ თავის ასაკის ძირითად გუნდში თამაშობს,ყველასგან (ოჯახის წევფებისგან)ვისმენ სულ რომ ვარ მოცლილი,ტყუილად დავდივარ და ა.შ.... ეს 1წელია არაფერი მიყიდია ჩემთვის,რადგან ჩემთვის განკუთვნული თანხით მას ვყიდულობ ფორმას,ბუცს,შიპოვკას,ფორმას(მეკარეობა ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა)ახლა მოხდა ისე რომ ბურთი ვერ ვუყიდე,თანაგუნდელები თავინთ სავარჯიშო დროდან 2-3წუთს უთმობდნენ თედოს და აძლევდნენ თავიანთ ბურთს რო ევარჯიშა.ამასწინათ ტრენერმა აჩუქა ბურთი(ანუ ამას იმიტო ვყვები,რომ ხედავენ მასში მომავალს და მაქსიმალურად უდგანან გვერდით)....თვეზე მეტია დიდი დინამოს მეკარეების მწვრთნელი ავარჯიშებს სრულიად უსასყიდლოდ....
ხოდა დღეს დაგვიბარეს ფედერაციაში და განგვიცხადეს რომ იტალიაში გვიწევს წასვლა,გეფიცებით,ამხელა ქალი ვტიროდი)))
მე ამაყი დედა ვარ,ამაყი იმით,რომ ვარ მომსწრე პირადად მისი ყველა მარცხისა და წარმატების,
იბრძოლეთ,დედებო,არასდროს დამებდეთ რადაც არუნდა დაგიჯდეთვეს ბრძოლა,შვილისვგამო ეს ღირს,
ჯერ ადრეა რაიმის განჭვრეტა, მაგრამ მე მჯერა, რომ "თედო ზოიძე"გახდება ის სახელ-გვარი, რომლითაც მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო იამაყებს."

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით