საქართველო
ნოდარ ახალკაცის საინტერესო კომენტარი ჯანო ანანიძეზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა სპორტულ მედია საშუალება "ლელოსთან" საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ახალკაცმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის კი ერთ-ერთი ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებში თამაში იყო.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით მათ ჯანო ანანიძე ცხვირწინ ააცალეს რუსებს.

"ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ჯანო ანანიძე იცავს ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას. თავადაც კარგად გახსოვთ, როგორ იყო ყველაფერი. ჯანო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცხვირწინ ავაცალეთ რუსებს. კარგად გახსოვთ ის პერიოდიც - მაშინ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობდა, ჯანოს რუსები წაგვართმევენ, ის დაკარგულია ჩვენთვის და ამის გამო პასუხისმგებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოსო" - აცხადებს გაზეთ "ლელოსთან" საუბარში ახალკაცი.












კომენტარის დამატება