გორის "დილაში" ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს

საქართველო 21-იან, 20:379 Sportsman 265 0





„გორის დილა“-ს მორიგი შენაძენი ლეგიონერი ფეხბურთელია, რომელიც ჩეხეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

ალვინ მატეუს ფორტესი ჩეხეთის პრესტიჟულ ლიგაში, კერძოდ კი „ზბროიოვკა ბრნო“-ს რიგებში თამაშობს, რომელიც ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.

23 წლის ეროვნებით ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი ერთი წელია რაც ამ გუნდის ღირსებას იცავს და 12 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „ვიტესი“-ს მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც 13 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

წყარო: „გორის დილა“-ს პრესსამსახური



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018